მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძის თქმით ოპოზიცია “ისტერიულ” ვითარებაშია და აქციებზე ხალხს ვეღარ აგროვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია “ისტერიულ” ვითარებაშია და აქციებზე ხალხს ვეღარ აგროვებს.

„ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ აჩვენა, რომ რიგგარეშე არჩევნების საჭიროება არ არსებობს.

“რეალურად არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გრძელდება – ირაკლი კობახიძის განცხადება არის თეთრზე შავი, სიცრუე. პრემიერი გამოვიდეს და თავად დათვალოს. თუ შეძლებს ხალხთან გამოვიდეს, მაგრამ ესეც არ შეუძლია, – ასე შეაფასა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ პრემიერის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ გუშინ აქციაზე “3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს.

როგორც ნინო დოლიძემ მარშზე სახელწოდებით “ანწუხელიძე” განაცხადა, ქართველი ხალხი დგას დემოკრატიული მომავლის დასაცავად, დღეს კი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული გმირის, ანწუხელიძის მარში.

“ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროტესტი გრძელდება. ქართველი ხალხი დგას დემოკრატიული მომავლის დასაცავად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო წნეხი “ქართულ ოცნებაზე”. ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად კრიტიკული იყო. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გაგრძელდეს. ქართველი ხალხი აპირებს მომავლისთვის ბრძოლას. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული გმირის, ანწუხელიძის მარში, რომელიც შეეწირა საქართველოს იდეალებს. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი იცით, რომ ვითხოვთ ახალ თავისუფალ არჩევნებს, ჩვენი ორგანიზაცია მზადაა ემსახუროს ქვეყანას. ირაკლი კობახიძის განცხადება კი არის თეთრზე შავი, სიცრუეა და პასუხი რთულია. პრემიერი გამოვიდეს და თავად დათვალოს. თუ შეძლებს ხალხთან გამოვიდეს, მაგრამ ესეც არ შეუძლია. ეს არის იმდენად დიდი ტყუილი, რომ პასუხი რთულია”,- აღნიშნა დოლიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button