კობახიძის თქმით „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის გეგმა ნიშნავს ომში ჩართვასა რომელსაც განხორციელება არ უწერია
“ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები, შედგება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა, არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის განვითარებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ, ე.წ. ტექნიკური მთავრობის წარდგენას განხორციელება არ უწერია, რადგან, რეალურად, “ქართული ოცნების” რეიტინგი 60%-ს შეადგენს.
ასევე მან აღნიშნა რომ, „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის გეგმა, რომელსაც განხორციელება არ უწერია, ნიშნავს ქვეყნის ერთი წლით საერთოდ გაჩერებას და უფრო მეტიც, მის ომში ჩართვასა და არევას.
“რეალურად თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე და ა.შ. არის, რა თქმა უნდა, ფარსი.
ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები, შედგება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა, არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია, რა თქმა უნდა, განხორციელება, ნიშნავს ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის ომში ჩართვას, არევას – ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება, მათი მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.