კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით,
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.
,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები,”- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ამინდტი 16 აპრილ გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 18 აპრილამდე გასტანს.
,,მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.