კოღოს გასანადგურებლად, კუს ტბაში თევზი “გამბუზია” გაუშვეს

ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად, კუს ტბაში თევზი “გამბუზია” გაუშვეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყებამ და „საქართველოს მეთევზეთა კლუბმა“ ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად, გამბუზიის გადმოსასახლებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფომრებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button