მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,კოლექტიური დასავლეთის მადა აქტიურდება და NATO ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთს ჩაითრევს,,-ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატო-ს გაფართოებასა და ალიანსში ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ჩაითრევენ, – ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გაფართოებული შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ვიმყოფებით გაჭიანურებული უმსხვილესი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში დაშინების ძველი მეთოდების გამოყენებით. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატო-ს გაფართოებას. მათთვის სიტუაცია ხელსაყრელზე მეტია. პირდაპირ ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ-ის ქვეშევრდომად გადაიქცა. ყოველგვარ ეჭვგარეშეა, თუ ვისი პოლიტიკა და ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ნატო-ში ფინეთისა და, სადაცაა, შვედეთის გაწევრიანება არის აღმოსავლეთით ექსპანსიის მორიგი ეტაპი.

„ალიანსში ჩაითრევენ ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით იქნება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ყველას ახსოვს, რითი დასრულდა უკრაინელ ლიდერებთან „პარტნიორული“ პოლიტიკის თამაშები.

„ცვლილებების აგენტების ფენის ფორმირებით, სამხედრო-პოლიტიკური ორიენტაციის პროდასავლურით შემდგომი შეცვლისთვის და ომით, ახლა უკრაინით ასევე თამაშობენ. ბლოკში წევრობის ბუნდოვანი პერსპექტივა ასევე გამოიყენება დასავლელი კურატორების მიერ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ კიევის ხელისუფლების მოტივაციისთვის და წაქეზებისთვის“, – ამბობს ლუკაშენკო.
ამასთან ლუკაშენკას საფუძველმოკლებულად არ ეჩვენება, შესაძლო მესამე მსოფლიო ომის საფრთხე, იტყობინება სააგენტო „ბელტა“.
თუმვა ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა ომისთვის მზად უნდა იყოს.

როგორც მან აღნიშნა, ბელარუსის ომში ყველა საშუალებით ჩათრევას ცდილობენ. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს ომი არ სჭირდება, თუმცა ამისთვის მზად უნდა იყოს მენტალურად და სტრატეგიულად.
მისი თქმით, ილუზიები გლობალური კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობის შესახებ უნდა უკუაგდონ, რადგან კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება არის ის, რომ „ვინც მათთან არ არის, ძალით წაიყვანენ“.

„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია სიტუაციის რეალურად შეფასება და პროაქტიულად მოქმედება, შეცდომები მიუღებელია“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
„ჩვენი მიწებისადმი ინტერესების ნამდვილი მიზეზები ჩვენ ვიცით, თუმცა საუბარი ამაზე არ არის. ჩვენ ომი არ გვჭირდება. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ მისთვის მენტალურად და სტრატეგიულად. რაც შეეხება მომენტის სერიოზულობის გაცნობიერებას, უკუვაგდოთ გლობალური კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების შესაძლებლობის შესახებ ყველა ილუზია“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ქვეყანა თავის სამხედრო- ტექნიკურ პოტენციალს აძლიერებს. კერძოდ, ბელარუსის შეიარაღებას დაემატა საზენიტო-სარაკეტო დივიზია С-400 და ორი ისკანდერ-M-ის ტიპის ორი სარაკეტო სისტემა.

ცნობისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება შარშან მოითხოვეს.

ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი ნატოში 1999 წელს მიიღეს, ნაწილი, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კი – 2004 წელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button