კოლუმბიამ ტრავმირებული ხამესი გამოიძახა

“რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ტრავმის გამო გარკვეული ხნით ვერ ითამაშებს, იუწყება Marca.
კოლუმბიელი “ეიბართან“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა. ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო. ამ მომენტისთვის როდრიგესის მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია. ამის მიუხედავად, კოლუმბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩისთვის მაინც გამოიძახა. 7 ოქტომბერს კოლუმბია პარაგვაის შეხვდება, 11 ოქტომბერს კი ურუგვაის უმასპინძლებს.