კოლუმბიაში განძით დატვირთული ესპანური გემი აღმოაჩინეს

კოლუმბიის ხელისუფლების ცნობით, კარიბის ზღვაში, ქალაქ კარტახენის სანაპიროსთან, ესპანეთის მეფე ფილიპე II გალეონი აღმოაჩინეს, – იუწყება Reuters.

გალეონი “სან ხოსე”, რომელიც ზურმუხტის დიდი პარტიით, ოქროსა და ვერცხლის მონეტებით იყო დატვირთული, 1708 წლის 8 ივნისს, კარიბის ზღვაში, კარტახენიდან 16 მილში, ინგლისის ესკადრამ ჩაძირა და ახლა განძის ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს.

“შესანიშნავი სიახლეა! ჩვენ გალეონი San José ვიპოვეთ! ხვალ კარტახენაში პრესკონფერენციაზე დეტალებს მოგახსენებთ”, – დაწერა საკუთარი Twitter-ის მიკრობლოგში კოლუმბიის პრეზიდენტმა – ხუან მანუელ სანტოსმა.

შეგახსენებთ, რომ შარშან კარიბის ზღვაში იმ გემის ფრაგმენტები იპოვეს, რომლითაც ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button