
კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში ჩამოწოლილ მეწყერს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი შაშავებული კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მეწყერმა რვა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და პანამერიკული გზატკეცილის ერთ-ერთი მონაკვეთი ჩახერგა.
სტიქიას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი, გადაუღებელი წვიმა.