მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კომენდატის საათი კახეთში საგაზაფხულო სამუშაოებს აფერხებს

კახეთში კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. ადგილობრივები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ საღამოს საათებში,მაშინ, როცა სიგრილეა და ნაკვეთების დასამუშავებლად საუკეთესო დროა, მუშაობას ვერ ახერხებენ.

გლეხების თქმით, 9 საათზე ზაფხულში ჯერ კიდევ დღეა ,კომენდატის საათის გამო კი იძულებულები არიან სასოფლო-სამეურენეო სავარგულები ადრე დატოვონ და სახლებში დაბრუნდნენ.

გამოკითხულთა ნაწილის აზრით კი კომენდატის საათი მხოლოდ ერთეულების ბიზნეს-ინტერესებს ემსახურება.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ გლეხების ინტერესები თუ არ გაითვალისწინა და კომენდატის საათი დროულად არ გააუქმა, საგაზაფხიულო სამუშაოები რეგიონში მნივშნელოვნად შეფერხდება, რაც მოსავლიანობაზეც ცუდად აისახება.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა

მოისმინეთ,ხმები ლაგოდეხიდან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button