მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კომენდატის საათზე შეზღუდვა შესაძლოა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს

საქართველოში კომენდატის საათზე შეზღუდვის შემსუბუქება მარტის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, სააკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სრულად მოიხსნას თუ მხოლოდ რამდენიმე საათით გადაიწიოს კომენდატის საათმა ქვეყანაში.

“თქვენ იცით, რომ დღეს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესებში სწავლა აღდგა, სხვადასხვა საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები… ამიტომ, ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ სხვა… დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 15 მარტს საქართველოში შეზღუდვების ნაწილი კიდევ მოიხსნება.საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად:
მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება ე.წ. კომენტანტის საათი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, სპეციალური საშვის გარეშე, ეკრძალებათ გადაადგილება 21.00 სთ-დან 05.00 სთ-მდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button