“კომისიის წევრებს უბანზე ოცნების სააგიტაციო მასალა ჰქონდათ” [აუდიო]

“ინცინდენტი მოხდა სოფელ ყარაჯალას 59-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრს ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდაზე პარტია ქართლი ოცნების სააგიტაციო მასალა ჰქონდა”, – ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა დამკვირვებელმა ნიკა ჩომახაშვილმა გაავრცელა.
დამკვირვებლის ინფორმაციით უკვე დაწერილია საჩივარი, რომელიც უბნის საარჩევნო კომისიამ მიიღო და ახლა ის რეაგირებას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში, ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც გააკეთა და კომისიის წევრებს კანონის ეს ნორმა შეახსენა.
მოუსმინეთ აუდიომასლას რომელიც ყარაჯალაშია ჩაწერილი ►