კომპანია Dirror-მა Windows 10-ის „ჭკვიანი“ სარკეების გაყიდვა დაიწყო [Photo/Video]

გერმანულმა კომპანია Dirror-მა „ჭკვიანი“ სარკეების გაყიდვა დაიწყო, რომელიც კედლის სარკისა და პლანშეტის ჰიბრიდს წარმოაედგენს. სიახლე Windows 10-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე მუშაობს, – იუწყება პორტალი mspoweruser.com.

Dirror-მა „ჭკვიანი“ სარკეების სამი ვერსია გამოუშვა.

სარკე Dirror S-ი 10,1 დიუმის დიაგონალის მქონე დისპლეითა და 1280*800 პიქსელის გაფართოებითაა აღჭურვილი. დანადგარი Intel Atom x5-Z8300-ის პროცესორის ბაზაზე მუშაობს, რომელსაც 2GB ოპერატიული და 32GB ჩაშენებული მეხსიერება გააჩნია. მისი ფასი 970 ევროს შედგენს.

Dirror M-ის ვერსიამ 23-დიუიმიანი FullHD-დისპლეი, უფრო ძლიერი პროცესორი Intel Atom x7-Z8700, 4 GB ოპერატიული და 128GB ჩაშენებული მეხსიერება მიიღო. აღნიშნული სარკე 1870 ევროდ გაიყიდება.

Dirror L-ს 27-დიუიმიანი FullHD ან WQHD გაფართოების დისპლეი გააჩნია და 2070-2470 ევროდ გაიყიდება.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, Dirror-ის ციფრული სარკეები აღჭურვილია Bluetooth 4.0-თა და Wi-Fi-ით. ასევე Dirror-ებს ხმოვანი დამხმარის – Cortana-ს ფუნქციის მხარდაჭერა გააჩნია.

[print_gllr id=52373]

მსგავსი პოსტები

Back to top button