კომპანია Electra Meccanica-მ ერთადგილიანი და სამბორბლიანი ავტომობილის პროექტი წარმოადგინა [Photo/Video]

კანადურმა კომპანია Electra Meccanica-მ ელექტროავტომობილ Solo-ს პროექტი წარმოადგინა, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანზეა გათვლილი.

გამომგონებლებს მიაჩნიათ, რომ მძღოლები მანქანაში უმეტესწილად მარტონი არიან, შესაბამისად, სამგზავრო ადგილების მინიმუმამდე დაყვანა მანქანას უფრო კომპაქტურს გახდის. წარმოდგენილი მოდელის სიგრძრე 3,04 მეტრს შეადგენს, ხოლო სიგანე – 1, 21 მეტრს.

Electra Meccanica Solo-ს სამბორბლიანი კონფიგურაცია აქვს: 2 ბორბალი მანქანის წინა მხარესაა განლაგებული, ხოლო 1 უკან. სატრანსპორტო საშუალება 450 კილოგრამს იწონის. ელექტრომოტორი მანქანის უკანა ნაწილშია განლაგებული და კვებას ლითიუმ-იონის აკუმულატორების ბლოკიდან იღებს, რომლის ტევადობა 8,64 კვ/სთ-ს შეადგენს. ავტომობილი მაქსიმალურ სიჩქარეს 120 კმ-სთ-მდე ანვითარებს.

მომხმარებელს სიახლის შეძენა 16 000 ამერიკულ დოლარად შეეძლება

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39498″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button