მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კომპანია “ენკას”რიონის ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა

„ნამოხვანჰესის“ მშენებელ კომპანია „ენკას“რიონის ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობას პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე არ აძლევენ.

„გადანაწილებული ვართ რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ვბლოკავთ ხეობაში შესასვლელს. ყველა შემთხვევაში, არ ვიცი ეს როდის მოხდება, დღეს, ხვალ, თუ ორი დღის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად უახლოეს მომავალში, მოუწევს კომპანიას ჩვენს პირისპირ დადგომა“, – აცხადებს აქციის ერთი-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. მისი ვარაუდით

„ენკას“ წარმომადგენლები ხეობაში შესვლას ისევ პოლიციის დახმარებით შეეცდებიან: „თუმცა, ჩვენ არ გადავდივართ შეტევაზე და ვნახოთ, ისინი როგორ გადმოვლენ ჩვენი მისამართით… ჩვენ ველოდებით ყველაფერს, მზად ვართ ყველაფრისთვის“.

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისევ რეპრესიები განხორციელდება და მათ აქტივისტებს მასობრივად დააკავებენ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მასშტაბური აქციის გამართვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მიმდინარეობს “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები.

“რიონის ხეობის მცველები” მოითხოვენ კომპანია „ენკამ“ შეწყვიტოს სამუშაოები და დატოვოს ხეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button