ბიზნესრევიუმნიშვნელოვანი

კომპანია “გლობალ სელი” თავის 100.000-ზე მეტ აბონენტს მიმართავს (R)

კომპანია “გლობალ სელი” თავის 100 ათასზე მეტ აბონენტს მიმართავს და მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.
” ძვირფასო აბონენტებო! მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „გლობალ სელის“ 10 წლიანი საქმიანობა უცხოეთში მოგზაურობისას თქვენს საუკეთესო და იაფ როუმინგულ მომსახურებას უკავშირდება (და შესაბამისად, ჩვენი ძირითადი შემოსავალიც სწორედ ამ მომსახურებიდან ფორმირდება), გვინდა, გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ განსაკუთრებული/გადაუდებელი საჭიროების გარდა, თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას და ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს!
ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული მოგზაურობის შემთხვევაში, კომპანია “გლობალ სელი” საჩუქრად გადმოგცემთ “ელექსირის” ხელის სპეციალურ დეზინფექტანტს თქვენი უსაფრთხო და უფრო დაცული მოგზაურობისთვის.ერთად დავამარცხოთ ახალი მსოფლიო გამოწვევა! “- ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი პოსტები

Back to top button