მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კომპანია „ფაიზერი“ მესამე „ბუსტერ“ დოზის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს

კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, კოვიდ 19-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის ავტორიზაციის თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებს მიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფარმაცევტული კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი განპირობებულია ვაქცინაციიდან 6 თვეში კორონავირუსის

“დელტა“ ვარიანტით რეინფიცირების რისკის ზრდით. კვლევა ეფუძნება ფაქტებს იმ ადამიანების ვაქცინაციის შესახებ, რომლებიც ისრაელში იანვარში ან თებერვალში აიცრნენ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ივნისში 64%-მდე შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა, როგორც ინფიცირების, ასევე სიმპტომური დაავადების პრევენციის კუთხით,

„ფაიზერის“ ვაქცინა ძალიან აქტიურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, მაგრამ 6 თვის შემდეგ,  არსებობს რეინფიცირების რისკი, ვინაიდან ანტისხეულების რაოდენობა კლებულობს,“- განაცხადა „ფაიზერის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიქაელ დოლსტენმა.

მისი განმარტებით, კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ მესამე „ბუსტერ“ დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების 5-10-ჯერ უფრო მაღალი დონე წარმოიქმნება, ვიდრე მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ. დოლსტენის თქმით, იგი თვლის, რომ „ბუსტერ“ დოზის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button