მნიშვნელოვანირეგიონი

პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრს ბარბარე ჯორჯაძის პრემია გადაეცა

პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრს ბარბარე ჯორჯაძის პრემია გადაეცა

ქართველი ფემინისტი ქალის, ბარბარე ჯორჯაძის პრემია-2023, პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრს, ახმეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დუისში, თამარ მარგოშვილს გადაეცა.

თამარ მარგოშვილი პირველი ქალია პანკისის ხეობაში, ვინც მერის წარმომადგენლის პოზიცია დაიკავა.

ბარბარე ჯორჯაძის პრემია, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა 2021 წელს დააწესა.

ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქალთა განათლებისა და უფლებების აქტიური დამცველი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო.

ჯორჯაძის წერილი „ორიოდე სიტყვა ყმაწვილკაცების საყურადღებოდ, “ ქართული ფემინიზმის მანიფესტადაც კი ითვლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button