მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს.
რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების შესაბამისად, ახალი დოკუმენტების გამოცემა
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, კრემლის ლიდერმა შესაბამისი ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პუტინმა თავისი ბრძანებულებით დაადგინა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოქმედი ორგანიზაციის სტატუსი.

პუტინმა დაავალა რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტს 2028 წლამდე პერიოდისთვის განსაზღვროს ფუნქციონირების მახასიათებლები, ლიცენზიების გაცემისა და სადგურის საქმიანობის რეგულირების სხვა ასპექტები.

განკარგულება ავალებს რუსეთის მთავრობას, ZNPP-ის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული ასპექტები 2028 წლამდე პერიოდისთვის განსაზღვროს.

კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაადგინოს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფინანსური და სხვა რესურსების გამოყენების სპეციფიკა და ლიცენზიების გაცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button