მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“კომპრესორი შემთხვევით არ ფეთქდება”

ნუცუბიძეზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსების პირველი და მეორე სართულები.

ადგილობრივი მოსახლეობა გაზგასამართი სადგურის გადატანას მოითხოვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის ნებართვები მას შემდეგ გაიცა, როცა გაზგასამართი სადგური უკვე მუშაობდა.

კომპანია “ეკო გაზის” დირექტორი მედიასთან მცირე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “კომპრესორი შემთხვევით არ ფეთქდება”.

„ეკო გაზის“ დირექტორი ირწმუნება, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მისი თქმით, აფეთქდა კომპრესორი და არა გაზის საცავი ავზი.

ხელმძღვანელ პირს უჭირს ახსნა, ეს ადამიანური ფაქტორი იყო, დაუდევრობა თუ სხვა რამ. თუმცა, დავით ქუთათელაძე არც მიზანმიმართულ ქმედებას გამორიცხავს.

“საერთოდ, აფეთქება ეგრე სპონტანურად არ ხდება. შეიძლება ბალონი აფეთქდეს, მაგრამ კომპრესორი არ ფეთქდება ხოლმე. ვიღაცები რომ საუბრობენ თურმე, რომ აქ “კალონკა” არ უნდა იყოს, იქნებ თვითონ ისინი არ უნდა იყვნენ აქ. დაუდევრობაა 2008 წლის მერე, ესე იგი…

“ეს “კალონკა” აქ 2008 წელს აშენდა და ეს შენობები გუშინ აშენდა. ვიღაცები რომ საუბრობენ, რომ თურმე ეს არ უნდა იყოს, საინტერესო ის არის, ესენი (კორპუსები) რატომ არიან. დაუდევრობა 2008 წლიდან, 2020 წელს მოვიდა 12 წლის მერე?” – ამბობს ეკო გაზის დირექტორი დავით ქუთათელაძე.

გაზგასამართი სადგური თბილისის ცენტრში გუშინ საღამოს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button