მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხერსონის ოლქში პუტინის ორეული იმყოფებოდა

ხერსონის ოლქში პუტინის ორეული იმყოფებოდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

“ჯერ ეგ ერთი, არანაირი პუტინი იქ არ იმყოფებოდა. ეს დანამდვილებით არის ცნობილი. იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, მინიმუმ 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არა ერთი ჰყავს – ესეც ასევე ცნობილია”, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, პუტინი “შეშინებული ადამიანია” და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მას ასეთი ფორმით შეუძლია სადმე ჩასვლა.

მან აღნიშნა, რომ უცხოელ სტუმრებს პუტინთან მაგიდასთან დიდ მანძილზე სვამენ, ხოლო მისი ვიზიტები “მთელი პროცედურაა,” სადაც მოსამზადებელი პროცესი “2-3 კვირით ადრე” იწყება და “დიდი ხანია იქ არანაირი ექსპრომტი არ არის.”

“ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ჩვენი პრეზიდენტისგან, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვიზიტი, უშუალოდ ჩვენ სამხედროებთან ყოფნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ესაა ჩვენი სხვაობა – სხვაობა ბუნკერის ბაბუა პუტინისგან, რომელსაც მალე საკუთარი თავისაც შეეშინდება”, – განაცხადა დანილოვმა.

18 აპრილს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა, თუმცა ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია. კრემლის განცხადებით, პუტინმა დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით – პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ “მნიშვნელოვანია” მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.

კრემლის ლიდერი ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო შტაბებს ეწვია

მსგავსი პოსტები

Back to top button