კონჩიტამ “სიამაყის აღლუმზე” იმღერა [Video/Photo]

12 ივნისს, თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების ყოველწლიურ “სიამაყის აღლუმზე” შეიკრიბა.

წლევანდელი აღლუმი გენდერულ თანასწორობას და ტრანსგენდერების თემის მხარდაჭერას მიეძღვნა.

tlv5დღესასწაული მეიერის პარკში ჰეფენინგით დაიწყო და ჩარლს კლორის პარკში დასრულდა, სადაც „ევროვიზია -2014“-ის გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა იმღერა.

წინამორბედი აღლუმებისგან განსხვავებით, პარკში რუსული ენა ისმოდა. აღლუმზე რუსული პლაკატები გამოჩნდა, რომლებიც რუსეთიდან ასობით ტურისტმა ჩაიტანა.

NEWSru-ს კორესპონდენტთან საუბარში, რამდენიმე მოსკოველმა აღნიშნა, რომ ისრაელში „სიამაყის აღლუმზე“ ყოველწლიურად ჩადის, რათა წელიწადში ერთხელ მაინც თავი თავისუფლად იგრძნოს. ახალგაზრდების თქმით, ისრაელში გეი-ტურისტების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან რუსეთში აღლუმების ჩატარება იზღუდება.

752014_20150612160353რუსული ენა სცენაზეც გაისმა. როდესაც წამყვანმა ბევრი რუსი ტურისტი დაინახა, პრეზიდენტ პუტინს რუსულად მკაცრად მიმართა და ობსცენური ლექსიკაც გამოიყენა, რასაც შეძახილები და აპლოდისმენტები მოჰყვა.

წლევანდელ აღლუმზე განსაკუთრებული ადგილი ერთსქესიანი წყვილების მხარდამჭერმა მოძრაობამ, სახელწოდებით „მშობლები მხარს უჭერენ მშობლებს“ დაიკავა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: ისრაელის ვარსკვლავმა მაია ბუსკილამ, კულტურის მონისტრმა და თელ-ავივის მერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button