სპორტი

კონერ ფრენკამპი დაშავდა და 2 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კონერ ფრენკამპი 19 თებერვალს, „ბაბლის“ პირველ შეხვედრაში, სერბეთის წინააღმდეგ თამაშის დროს, მესამე მეოთხედში დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ტრამვა მსუბუქი იყო და ფრენკამპი პარკეტს 2 ან 3 კვირაში დაუბრუნდებოდა, თუმცა ექიმების პროგნოზი შედარებით მძიმე აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ამერიკელი ლეგიონერი ფინეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას გუნდს ვერ დაეხმარა, – ანალიზების განმეორებითმა პასუხებმა აჩვენა, რომ კონერის რეაბილიტაციას მინიმუმ 2 თვე დასჭირდება.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისთვის მოედანზე ამერიკელის არყოფნა დიდი დანაკლისია. მან, სერბეთთან თამაშისას მოედანზე დაახლოებით 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button