მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

„[კონგრესის კანონპროექტში] სასიამოვნო არაფერი არ არის“

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს.

გახარიას შეფასებით, საქმის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს. მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, გამოძიების მიმდინარეობას ხელი შეუწყოს.

“მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. ეს კითხვები არ არის ისეთი, რომ სანამ ეს ტრაგედია ცხელია, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ გამოძიებას. სპეკულირება ამ საქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის, ამორალურია. პირველი მთავარი ამოცანაა, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. თუ გამოძიების პროცესში ჩართულმა ვინმემ, სამართალდამცველმა ჩაიდინა კანონდარღვევა, ამისთვის არსებობს პროკურატურა. ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი.” – განაცხადა პრემიერმა.

მოისმინეთ გიორგი გახარიას ხმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შევიდეს.

მანამდე ჟურნალისტი დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის“ – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ის შესაძლო შეჩერებას.

გახარიასვე თქმით, ზოგიერთი “ვაი პოლიტიკოსი” საქართველოში უცხოელი პარტნიორების შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში “ჩათრევას” ცდილობს.

„ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. ის პუნქტები, რომლებიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა კარგად იციან. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური შიდა დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის. მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ცვლილებების მიღების შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი, დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს.

“წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში.

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათ მიერ ნათქვამი თითოეული საკითხი ჩვენთვის არის ყურადსაღები. ეს პროცესია. სამწუხაროდ, ეს პროცესი ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში.

“ქართული ოცნებისთვის” სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა.” – ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, 9 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ. კანონპროექტის ნაწილია საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის შეჩერება, თუ ის გაწერილ პირობებს არ დააკმაყოფილებს.

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს.

პირობებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა კერძო სექტორში. დამატებაში, რომელიც დოკუმენტს ერთვის, ასევე წერია, რომ ოლიგარქების არაფორმალური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button