მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კონგრესმენები საქართველოში პოზიტიური ინიციატივების შეჩერებაზე საუბრობენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა პოზიტიური ინიციატივები “უკან წაიღოს”, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა.

კინზინგერის თქმით საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, ამ ეტაპზე სანქციებს არ განიხილავს . კონგრესმენი აღნიშნავს რომ რომ საქართველო აშშ-ს მეგობარია და ქვეყნის წარმატების იმედს გამოთქვამს.

“არ ვფიქრობ, რომ წკეპლის, სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ახლა იქ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, რომლებიც გვაქვს.
მაგალითად, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამის წინ წაწევა ძალიან გართულდება, თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ. მე საქართველოს მთავრობასთან და ხალხთნ ახლო თანამშრომლობა მსურს. ეს არ მოდის სიბრაზიდან, ეს მოდის იმედიდან, რომ წარმატება იქნება”, – ამბობს ადამ კინზინგერი.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოხატეს და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდეს, ევროპარლამენტარებმა, ადგილობრივმა საელჩოებმა, მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button