“რუსთავის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა”

სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევით, რუსთავის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი დაბინძურებულია.

სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული ოთხი საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო. კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს “ბადა” დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button