“კონსტიტუცია ყველას გვაერთიანებს” – პრეზიდენტი კამპანიას იწყებს [Video/Audio]

“კონსტიტუცია ყველასია “, – კამპანიის პრეზენტაცია პრეზიდენყოს ადმინისტრაციაში.

გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დაიწყო. კამპანიის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა. შეხვედრაზე კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციაც მოეწყო. საჯარო განხილვებში არასამთავრობო ორგანიზაციები, კონსტიტუციონალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და დიპლომატები მონაწილეობენ.

პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის ხმა ►

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას არ მონაწილეობენ მმართველი გუნდის წევრები. მთავარ არგუმენტად უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში მიმდინარე სხდომებს ასახელებენ.

მოუსმინეთ გია ვოლსკის და არჩილ თალაკვაძის ხმას ►

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია და მმართველი გუნდი მის დაკნინებას მიზანმიმართულად ცდილობს.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრის გიორგი გუგავას და პარტია “რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტის ხმა ►

ვიდეომასალა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button