კონსტიტუციით საქართველოს მთავრობა გადამდგარია

ლევან ყიფიანი რიგით მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა შარშან ზაფხულში მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების შემდეგ.

კონსტიტუციის მიხედვით ამ წუთიდან მთავრობა გადამდგარია, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა და მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება სჭირდება – ანუ პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
კონსტიტუციონალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია მმართველ გუნდთან შეუთანხმებლად წარადგინოს მთავრობის შემადგენლობა.

კონსტიტუცინალიტის, კოტე ჩოკორაიას თქმით, კონსტიტუციის ნორმის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ყველასთან კონსულტაციის გარეშე ერთი კვირის ვადაში წარადგენს მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ.
კონსტიტუციონალისტთა ნაწილის თქმით კი საკმაოდ ბუნდოვანია კონსტიტუციაში ის მუხლი, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის წარდგენას.

როგორც ისინი განმარტავენ, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული მთავრობა ფიქრობდეს ვადამდელ არჩევნებზე და ამ შემთხვევაში პარლამენტმა პრეზიდეტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ან ჩააგდოს, ან საერთოდ არა მივიდნენ კენჭისყრაზე და შესაბამისად ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი განმარტება იქნება ის, რომელიც პრეზიდენტს დაავალდებულებს გამართოს კონსულტაციები საპარლამეტო გუნდთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button