მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია დიდ საპროტესტო აქციას 15 მაისისთვის აანონსებს

ოპოზიცია პროტესტის უწყევტ ფორმაზე გადავა, ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა პარლამენტის წინ გამოაცხადეს. ისინი რეგიოებში გასვლებსაც გეგმავენ.დიდ საპროტესტო აქციას კი 15 მაისისთვის აანონსებენ.

„ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები ჩაიშალა. დანიელსონი 19 მარტს დილით ბრიუსელში გაფრინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button