სპორტი

კოპა ამერიკა 2021 შესაძლოა საერთოდ აღარ გაიმართოს. ტურნირი მასპინძელის გარეშეა

ფეხბურთის სამხრეთამერიკული ტურნირი ჩაშლის პირასაა. კოპა ამერიკა 2021 წელს, 13 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კონმებოლმა არგენტინას, გათამაშების მასპინძლობაზე უარი, ქვეყანაში გაუარესებული კოვიდვითარების გამო უთხრა.

1983 წლის მერე კოპა ამერიკა წელს, 2 ქვეყანაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პირველმა კოლუმბიამ თქვა უარი.

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ტურნირის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, ორგანიზაცია მზადაა, 47-ე გათამაშების მასპინძელი, ახალი ქვეყანა მოძებნოს.

იმ შემთხევაში, იპოვის თუ არა ფედერაცია ქვეყანას, სადაც სამხრეთამერიკულ ტურნირს გამართავს, – ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.- წერია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button