კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში A ჯგუფის გუნდები არგენტინა და ბოლივია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
მესიმ დუბლი შეასრულა, თითო-თითო გოლები კი ალეხანდრო გომესის და ლაუტარო მარტინესის ანგარიშზეა.მასპინძელთაგან ერთადერთი გოლის ავტორი ერვენ საავედრა გახდა.
არგენტინელთა კაპიტანმა ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით 148-ე მატჩი ჩაატარა. ამით მან 34 წლის ხავიერ მასკერანოს გადაუსწრო, რომლის აქტივშიც 147 სანაკრებო მატჩია. არგენტინის ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში B ჯგუფის ბოლოადგილოსან ეკვადორს შეხვდება.
პლეი-ოფის საგზური ასევე მოიპოვა სხვა 6 მა გუნდმა. მეოთხედფინალის წყვილები ასე გამოიყურება: 3 ივლისს ბრაზილია-ჩილე და პერუ- პარაგვაი ითამაშებენ. 4 ივლისს კი არგენტინა- ეკვადორი და ურუგვვაი -კოლუმბია შეხვდებიან ერთმანეთს. ამ დროისთვის სამხრეთამერიკულ ტურნირზე 3 დღიანი შესვენებაა გამოცხადებული.