კოპენჰაგენის ზოოპარკში მამაკაცი თეთრი დათვის ვოლიერში ჩახტა [Photo]
კოპენჰაგენის ზოოპარკის მეთვქლყურეები იძულებულნი გახდნენ პოლარული დათვისთვის პლასტიკური ტყვიები დაეშინათ, რათა მის ვოლიერში ჩამხტარი ადამიანი გადაერჩინათ, – იუწყება გამოცემა The Local.
28 წლის მამაკაცი, რომელსაც პოლიციელებმა ფსიქიკურად გაუწონასწორებული უწოდეს, თეთრი დათვის ვოლიერში ჩახტა და მასთან ერთად სელფის გადაღებას აპირებდა. მან მხეცთან წუთ-ნახევარი დაჰყო. დათვმა იგი დაყნოსა, შემდეგ კი თათი ჰკრა და თავდასხმაზე გადავიდა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა და ვოლიერიდან თვითონ გამოვიდა, როცა იქ ზოოპარკის თანამშრომლები შევიდნენ.
ინციდენტის მომსწრე მოსწავლეთა ჯგუფს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24416″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]