მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას მისი ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა”, – წერია განცხადებაში.
პრეზიდენტმა ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციის დროს გაკავებული ძმები ჭელიძეები შეიწყალა. დღეს პრეზიდენტის შეწყალების აქტით 11 პირი გათავისუფლდა, მათ შორის არიან ძმები, რომლებსაც ოპოზიციაში პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ, იმართებოდა აქციები მათი და ასევე ძმებ წულუკიძეების გათავისუფლების მოთხოვნით.

“ვარაუდის დონეზე ჩვენ დაგვიჭირეს. დღეს მოვიდა უსაფრთხოების უფროსი და მეუბნება შეგიწყალა პრეზიდენტმაო. მოკლედ ვიტყვი, ბიჭებო, ძმებო, გამაგრდით, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უსამართლობა დავასრულო”, – თქვა ფორმულასთან თამაზ ჭელიძემ.

“სამართლიან სახელმწიფოში ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ უსამართლო ბრალდებით დაგეგმილი ბრალდებით დაგვაკავეს სრულიად უსაფუძვლოდ დაგვაკავეს და მოგვისაჯეს 4 წელი”, – ამბობს თორნიკე ჭელიძე.

თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, გელა ჭელიძე, ირაკლი ჭელიძე, ძმები – რევაზ და ფირუზ წულუკიძე, ასევე ელდარ ანთაძე 2021 წლის აპრილში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა

25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი.

დაკავებულები ბრალს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button