რეგიონი

ახალგზარდა ქალი ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში,ახალგზარდა ქალს ყოფილმა ქმარმა, რომელმაც ცივი იარაღით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა და შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა,ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

არსებული ინფორმაციით, 48 წლის კაცს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა.

უარის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ უკვე ხობში, სოფელ ქარიატაში საკუთარ სახლში ჩამოასვენეს.

რაც შეეხება 37 წლის ქალს, ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button