მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით კახეთში ახალგაზრდა სტომატოლოგი გარდაიცვალა

კორონა ვირუსით კახეთში ახალგაზრდა სტომატოლოგი გარდაიცვალა. 35 წლამდე ასაკის ქალი, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.ის სტაციონარში გართულებული მდგომარეობით გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სტაციონარში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება გარდაცვლილი ექიმის დედაც. სტომატოლოგი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

კიდევ ერთი პაციენტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები მამაკაცი, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გარდაიცვალა.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში გარდაცვლილთა რიცხვმა, 160 პაციენტს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონა ვირუსის 299 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button