მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კორონავირუსის 11 დადასტურებული შემთხვევაა ზუგდიდის საზღვრისპირა სოფელში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში, ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსზე მოსახლეობის სწრაფი ტესტირება დაიწყეს.
ინფორმაცია რადიო თბილისს მერის წარმომადგენელმა სოფელში ელგუჯა ბოკუჩავამ დაუდასტურა.
“სულ დღეს სწრაფ ტესტზე გაიტესტა კონკრეტულ უბანში 51 პირი,აქედან დღეს 11-ს დაუდასტურდა კირონავირუსი. ხოლო სამი პირი მოთავსებულია რუხის კოვიდ კლინიკაში,ისინი ფოთის აჭარა ტექსტილის თანამშრომლები არიან. ასევე მათი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ჯამში კი 17 პირს”,-განაცხადა ბოკუჩავამ.
ეპიდემიოლოგები სოფელში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.