მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კვლავ მაღალია კოვიდინფექციის დადასტურების რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც 25 ახალი შემთხვევაა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 190 ადამიანს ჩაუტარდა.

2 სექტემბრის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 384 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 183 პაციენტი განიკურნა, 4 კი – გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button