მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში , 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 82835
- გამოჯანმრთელებულია -65291
- გარდაცვლილია -733
- კარანტინის რეჟიმში რჩება -2735
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით , მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.