მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევევა საქართველოში

კვლავ მოიმატა კოვიდ-19-ის შემთხვევებმა საქართველოში. კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა.

სამთავრობო ვებგვერდზე StopCoV.ge-ზე მითითებული ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მატულობს კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მაგალითად, გასულ დღე-ღამეში, აშშ-ში, 35 244 ახალი შემთხვევა და კოვიდ-19-ით 1209 გარდაიცვალა.

ინდოეთში კვლავ რეკორდული რაოდენობა – 95 735 შემთხვევაა გამოვლენილი, კორონავირუსით გარდაიცვალა 1 172 ადამიანი.

კვლავ მაღალია შემთხვევების გამოვლენა ბრაზილიაში, სადაც 34 208 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 1136-ია.

რუსეთში გასულ დღე-ღამეში 5 218 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 142.

მსგავსი პოსტები

Back to top button