კორონავირუსის ახალი შემთხვევები კახეთში
ახმეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში, მეოთხე კლასის მოსწავლე დაინფიცირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კოვიდ19 დაუდასტურდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მდებარე რესტორნის მფლობელსაც, რის გამოც რესტორანმა მუშაობა შეაჩერა.
ეპიდემიოლოგებმა ობიექტის პერსონალი და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
კორონა ვირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაშოვარში მცხოვრებ მამაკასაც, რომელიც აქამდე არსებული კლასტერის კონტაქტია.
კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელშიც.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე, ექიმების მეთველყურების ქვეშ გადის.
დღევანდელი მდგომარეობით, მთლიანად რეგიონში, კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა 350-ს აღწევს.