მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.

დღეს „კოვიდ-19“ 2 097 პირს დაუდასტურდა, 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს.

გუშინ, 29 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 514 შემთხვევა გამოვლინდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პაციენტი ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა

📌აჭარა – 222

📌იმერეთი – 309

📌ქვემო ქართლი – 114

📌შიდა ქართლი – 97

📌გურია – 92

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140

📌კახეთი -135

📌მცხეთა-მთიანეთი -49

📌სამცხე-ჯავახეთი – 30

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 932 641 შემთხვევა. მათგან 893 064 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 758 ადამიანი

მსგავსი პოსტები

Back to top button