მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 55 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

5 530-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში „კოვიდ-19“ 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24 საათში 22 012 ტესტი გაკეთდა.

დღიურად 1 644 ადამიანი აიცრა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 553-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ რომ კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button