
ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატამ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, აბიტურიენტებმა მინიმუმ 10 ხე უნდა დარგონ.
კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ გზით, ფილიპინებში ყოველ წელს 175 მილიონი ხე დაირგვება.
მთავრობას კი ვალდებულება ეკისრება, პროცესში მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყოს და მათი უსაფრთხოება დაიცვას.