მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის გამო, დისტანციურ სწავლებაზე ზუგდიდის კიდევ ერთი სკოლა გადავიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულის გამო, საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი შეწყდა და მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ასევე, რეგიონის მასშტაბით, სწავლა ონლაინ რეჯიმში წარიმართება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლასა და ქვალონის საჯარო სკოლებშიც, სადაც კორონავირუსი ამავე სკოლის მძღოლებს დაუდგინდათ.

ცნობისთვის, რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 114 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 4 მოქალაქე გამოჯანმრთელდა მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button