კორონავირუსის გამო კახეთში 7 სკოლა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა
კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდის გამო, კახეთში უკვე 7 სკოლა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა, ონლაინ- სწავლების რეჟიმზე კი, 75 კლასი და ხუთი საამღზრდელო ჯგუფი გადავიდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ფილიალის დირექტორის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა, თელავსა და გურჯაანშია.
” 15 საბავშვო ბაღია დაკეტილი თელავში, სკოლებში, ჯერჯერობით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები და ონლაინ სწავლებაზეა გადაყვანილი 11 სხვადასხვა კლასი. გურჯაანში ორი სკოლა გადავა ონლაინ- რეჟიმზე. ამ ფონზე კატასტროფულად დაეცა აცრის მაჩვენებელი. საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ახალი გეგმა, როდის თანახმადაც კახეთის 7 სოფელში აცრები კარდაკარ ჩატარდება. პროექტი მომზადებულია და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
4 ოქტომბრიდან, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, კახეთში კოვიდ- 19 ის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. 20%- ს მიაღწია დადებითობის მაჩვენებელმა, გაიზარდა ლეტალობის შემთხვევებიც