მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

აქცია ლაგოდეხში – მოსახლეობა წყალზე მაღალ გადასახადს აპროტესტებს

საპროტესტო აქცია ლაგოდეხის მერიასთან. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა, მოსახლეობის ნაწილს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა მრიცხველის მიხედვით უწევს.

ადგილბრივები ამბობენ, რომ გასულ თვეში თითოეულ მათგან 100-დან 200 ლარამდე, ზოგ შემთხვეაში კი 400 ლარიანი ქვითარიც კი მიუვიდა, რომლის გადასხდასაც ვერ ახერხებენ და ვარაუდობენ, რომ ამის გამო კომპანია მათ წყლის მიწოდებას საერთოდ შეუწყვეტს.

მოსახლეობა დავალიანების ჩამოწერას, ტარფის დაწევას და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

რა პასუხი აქვთ მოსახლეობის პრობლემებზე მერიაში?

გიორგი ალადაშვილის და ნატალია შუბითიძის რეპორტაჟი ►

მსგავსი პოსტები

Back to top button