მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის გამო ლაგოდეხში ლიბერთი ბანკი დაიხურა

ლაგოდეხში ლიბერთი ბანკის ფილიალი დაიკეტა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც დაწესებულების მენეჯერს დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომელები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსის, ნუნუ ნოზაძის განცხადებით, ლიბერთი ბანკის ლაგოდეხის ფილიალის მუშაობა მინიმუმ 12 დღის განმავლობაში იქნება შეფერხებული.

ნოზაძის თქმით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 900 – მდე ინფიცირებული გამოვლინდა. 2021 წლის მონაცემებით კი გარდაცვალების 7 ფაქტი დადასტურდა.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ლაგოდეხში კოვიდინფექციის შემთხვევებმა იმატა.

ნოზაძე ჰერეთთან საუბრობს, რომ ლაგოდეხში შემოსულია ვაქცინის სხვადასხვა სახეობა: არის სინოფარმიც და ასტრაზენეკაც. რაც შეეხება ფაიზერის ტიპის ვაქცინას, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვაში მას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button