მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის გავრცელების გამო, კლინიკა იხურება

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის თქმით, კლინიკაში ჯამში ინფიცირებულია 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი. ამ თემაზე მან რუსთავი 2-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკა სრულად იხურება.

“ჯამში ჩვენთან არის დაინფიცირებული 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი. გუშინდელია სამი, გუშინწინ იყო ერთი. ჩვენ კლინიკაში ამ ვირუსის გავრცელება მოხდა მედიკოსისაგან, რომელიც ჩვენი ექთანია და რომლის ინფიცირებაც მოხდა მისი სასულიერო პირი ძმისგან”, — თქვა გიორგი კაჭახიძემ.

დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულ ექთანს ერთი კვირის განმავლობაში სიმპტომები არ გამოვლენია და ის სამსახურში ჩვეულებრივად დადიოდა. გიორგი კაჭახიძის თქმით, პირველივე დღიდან საავადმყოფოში კარანტინი გამოაცხადეს, დღეს კი, ყველა პაციენტი სხვა კლინიკებში გადავა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 79 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 3. კარანტინის რეჟიმში 5 035 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 540 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button