კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლი და გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევები კახეთში
ბოლო ორი კვირის მანძილზე, კახეთში კორონავირუსით პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები, ყოველდღიურად ფიქსირდება. ინფორმაციას, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები, უკვე ყოველდღიურია.
” სამწუხაროდ უკვე ყოველდღიურია ერთი, ან ორი პაციენტის გარდაცვალების შემთხვევები. რაც უფრო მეტია გავრცელება, ვირუსი უფრო მეტ დაუცველ ადამიანს პოულობს. გარდაცვალებები იყო, მაგრამ პაციენტები ყოველდღიურად არ კვდებოდნენ. აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია. კარდაკარ მარათონის ფარგლებში, ადამიანები იცრებიან, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კახეთში, თითქმის 400 მოქალაქეა გარდაცვლილი.
რეგიონში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, კოვიდ- 19- ის დადასტურებული შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში დაკეტილია ათობით სკოლა და საბავშვო ბაღი, კოვიდ- კლინიკები ინფიცირებული პაციენტებით არის გადავსებული.