მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის კიდევ ერთი რეკორდი კახეთში-დაწესდება თუ არა რეგიონში შეზღუდვები

კორონავირუსის კიდევ ერთი რეკორდი კახეთში-რეგიონში კოვიდ-19- ის 912 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით,  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. დღეს გამოვლენილი  შემთხვევების ნახევარი, სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

კოვიდ-კლინიკებს  პაციენტების მიღება უკვე აღარ შეუძლიათ, ხალხმრავლობაა ტესტის ასაღებ პუნქტებშიც.

შემთხვევების მატების გამო, რეგიონში ყოველდღიურად იკეტება სკოლები და საბავშვო ბაღები. სპეციალისტები თვლიან, რომ კახეთში შემზღუდავი ღონისძიებებია გასატარებელი.

ჯერჯერობით, დამატებით შეზღუდვებზე, რეგიონში გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button