მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
კორონავირუსის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის ინფიცირების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში დაფიქსირებული 3473 ახალი შემთხვევიდან მესამედზე მეტი დედაქალაქზე მოდის.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
თბილისი – 1 493; აჭარა – 448; იმერეთი – 513; ქვემო ქართლი – 190;
შიდა ქართლი – 175; გურია – 55; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287;
კახეთი – 98; მცხეთა-მთიანეთი – 119; სამცხე-ჯავახეთი – 72;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511.
ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც საერთო მაჩვენებელი 636-მდე გაიზარდა.